კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსინათლოთა კავშირმა კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართა

25 ივნისი, 2008

სახელმწიფო კანცელარიის წინ დღეს, უსინათლოთა კავშირმა საპროტესტო აქცია გამართა. უსინათლოები პენსიის გაზრდას და ინვალიდთა დისკრიმინაციის შეწყვეტას ითხოვდნენ.

საპროტესტო აქციას „დიაბეტიკონის კავშირი“ და ღვთისშვილთა კავშირიც შეურთდა. უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის რევაზ მაისურაძის განცხადებით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი მინიმალური პენსია და არ შეიძლება ადამიანების დაყოფა ამა თუ იმ ნიშნის მიხედვით, რადგანაც ყველა ინვალიდს მთავრობამ თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას.  თუკი არსებობს  მინიმალური პენსია, პირველ რიგში, უსინათლოებს უნდა ეხებოდეს.

აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ მოგვიანებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძეც მივიდა. ლომიძე აქციის მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მთავრობასთან ერთად უსინათლოების საკითხს აუცილებლად გადაწყვეტს და უახლოეს მომავალში პენსიების გაზრდის საკითხთან დაკავშირებით მათ სასაუბროდ პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ გურგენიძეს შეახვედრებს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები