კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოკლულის დედა პოლიციის ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

26 ივნისი, 2008
დედოფლისწყაროში მცხოვრები ნუშო თეთრაძე გენერალურ პროკურატურას რაიონული პოლიციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას სთხოვს.

როგორც თეთრაძემ "ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბარში განაცხადა, ცოტა ხნის წინ, დედოფლისწყაროში მისი შვილი, 54 წლის მარინა მაისურაძე ბოროტმოქმედებმა ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ მოკლეს.

"შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩემი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილები გივი ჭინჭარაული, რომან და ვალერი კასიანოვები კიდევ ერთი ქალბატონის, შურა გვრიტიშვილის დაყაჩაღებისა და მკვლელობის შემდეგ დააკავეს. დედოფლისწყაროს პოლიციას შეეძლო, რომ მარინა მაისურაძის მკვლელობა თავიდან აეცილებინა. პოლიციის უფროსისთვის ცნობილი იყო, რომ ეს პირები ჩემს შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, რაზედაც სამართალდამცავებმა რეაგირება არ მოახდინეს", - აღნიშნავს მოკლულის დედა.

თეთრაძის ბრალდებეთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსმა გიორგი ბუნტურმა კომენტარი არ გააკეთა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი


ახალი ამბები