კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ონკოლოგიური ავადმყოფი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უჩივის

2 ივლისი, 2008

ავთვისიებიანი სიმსივნის მძიმე ფორმით დაავადებული, I ჯგუფის უსინათლო ინვალიდი ნათელა თამაზაშვილი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.

როგორც თამაზაშვილი "ადამიანის უფლებათა ცენტრისადმი" გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, საცხოვრებელ სახლში უმუშევარ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს არ აქვს არანაირი შემოსავალი. 2007 წლის 10 აგვისტოს გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით ოჯახის სარეიტინგო ქულა 54850-ით განისაზღვრა. "ფულადი დახმარება არ მიმიღია. მხოლოდ სამედიცინო დახმარების ბარათით ვსარგებლობდი. 2008 წლის მარტში ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში ღია ჭრილობით მიმიყვანეს, მაგრამ ექიმებმა სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე უარი მითხრეს, იმ მიზეზით, რომ ბარათი ძალაში აღარ იყო. აღმოჩნდა, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ სამედიცინო დახმარების ბარათით სარგებლობის უფლება შემიწყვიტა და ჩვენი მიმართვის გარეშე განმეორებითი გადამოწმების შემდეგ, სარეიტინგო ქულად 99590 მომანიჭა, რასაც არ ვეთანხმები, იმიტომ რომ სახლიდან რაც გვქონდა, ყველაფერი გავყიდეთ და საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაგვიუარესდა. ვიცი, რომ ავთვისიებიანი სიმსივნის მე-4 სტადია მაქვს და მალე მოვკვდები, მაგრამ იქნებ დამეხმაროთ და სამედიცინო ბარათით სარგებლობის უფლების აღდგენის შემთხვევაში, სიცოცხლე რამდენიმე კვირით მაინც გავიხანგრძლივო", - აღნიშნავს ნათელა თამაზაშვილი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" კახეთში 2008 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს. პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციის იურისტები უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება რეალურად ეკუთვნით დ ავერ იღებენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები