კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნარკობიზნესში მხილებული სოდ-ის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტეს

2 ივლისი, 2008

კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილის ვაჟა მაღრაძის 2008 წლის 24 ივნისის დადგენილებით, შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს განყოფილების უფროსის დავით ლეგაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გადმოგზავნილი საგაზეთო პუბლიკაციის მასალები, რომლის თანახმადაც საქართველოს შსს ყოფილი ოფიცერი გიორგი დალაქიშვილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ის უკანონოდ დააკავეს ადმინისტრაციული წესით და მისგან სოდ-ის თანამშრომლებმა ზეწოლის შედეგად მიიღეს აღიარება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შესახებ. ასევე გიორგი დალაქიშვილი ასახელებდა პირებს, რომლებიც სოდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ მიწოდებული ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ.

დადგენილებაში პროკურორი განმარტავს, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო შეწყდა, რასაც გიორგი დალაქიშვილი არ ეთანხმება. მისი თქმით, სოდ-ის მაღალჩინოსანს კახეთის საოლქო პროკურატურიდან მფარველობენ. დალაქიშვილი პროკურატურის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, გიორგი დალაქიშვილი გააფრთხილეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ასევე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდასაჭერად არ ეაქტიურა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ნარკოტიკების ჩადებით და დაპატიმრებით დაემუქრნენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები