კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის კულტურის ცენტრიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

2 ივლისი, 2008

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აცნობეს, დღეს, 2 ივლისს გურჯაანის კულტურის ცენტრში მისული თანამშრომლები, ცენტრის დირექტორის გიორგი გეთიაშვილის დავალებით შენობაში არ შეუშვეს.

მსახიობებს, მომღერალთა გუნდის წევრებს და სხვა თანამშრომლებს განუცხადეს, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლებთან საუბარში კულტურის ცენტრის დირექტორმა ეს ინფორმაცია არ უარყო. გიორგი გეთიაშვილის თქმით, თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ბრძანება მან მუნიციპალიტეტის გამგებლისგან კახაბერ ლაბუჩიძისგან მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში გურჯაანში საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება ხდება. 1 ივლისს სამუსიკო სკოლებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი დაითხოვეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები