კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოვაჭრეებს ლაგოდეხშიც დაუპირისპირდნენ

7 ივლისი, 2008

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გარემოვაჭრეებს ვაჭრობა აუკრძალა. პოლიციის დახმარებით ქუჩაში მოვაჭრეებს ტერიტორია იძულების წესით დაატოვებინეს.
“ეს ჩვენი ერთადერთი საარსებო წყაროა. პროდუქციის რეალიზაციას თუ ვერ მოვახერხებთ და ოჯახის რჩენას ვერ შევძლებთ, იძულებული გავხდებით საპროტესტო აქციები გავმართოთ” - აცხადებენ რადიო ჰერეთთან გარემოვაჭრეები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოზალიშვილი, რომელიც გარემოვაჭრეებთან ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით პირადად მივიდა, რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ  ქუჩაში ვაჭრობა მიუღებელია და ამით მოძრაობის წესებიც უხეშად ირღვევა. გოზალიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისი ფართის გამოყოფაზე იზრუნებს.
როგორც რადიო "ჰერეთს" გარემოვაჭრეებმა განუცხადეს, პრობლემის დროულად მოუგვარებლობის შემთხვევაში მასობრივ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები