კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლეიბორისტები ქართველ ჟურნალისტებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ

8 ივლისი, 2008

ლეიბორისტული პარტია აპროტესტებს "ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია "კავკასიის" წინააღმდეგ ბოლო დღეებში დაწყებულ არასასურველ "კამპანიას" და ქართულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს მოუწოდებს, "კავკასიისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ხელისუფლებას ბოიკოტი გამოუცხადონ და რამდენიმე დღის განმავლობაში არც ერთი პოლიტიკური მოვლენა არ გააშუქონ.

როგორც ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქართულ მედიაზე ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელება აქვს დაგეგმილი, რისი წინაპირობაც იყო ტელეკომპანია "მზის" საინფორმაციო სამსახურის დახურვა და ტელეკომპანია "კავკასიის" კონტრაქტორი ბიზნეს-ორგანიზაციების დაშინება, "რომელთა სარეკლამო შეკვეთების წყალობით, ამ ტელეკომპანიას არსებობისა და განვითარების საშუალება ეძლევა".

შატბერაშვილი ქართულ საზოგადოებას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ და დაიცვან მთლიანად ქართული მედია ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებებისაგან, არ მისცენ მას უფლება გაყიდონ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა და იგი კოსტავას ქუჩიდან თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ე.წ. დამპალოში გადაიტანონ, რასაც შატბერაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილი გეგმავს.

"სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხურა ტელეკომპანიები: "9-ე არხი", "202", "იბერია", დაარბიეს "იმედი", რომ აღარაფერი ვთქვათ იმ გამოცემებზე, რომლებიც გამომცემლობა "სამშობლოს" შენობიდან გამოყარეს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაუჭერს ჟურნალისტების ბოიკოტს", - აცხადებს ლეიბორისტი შატბერაშვილი და თავის მხრივ ჟურნალისტებს ჰპირდება, რომ თუ, ისინი გაფიცვის გადაწყვეტილებას მიიღებენ ლეიბორისტული პარტია თავად იზრუნებს იმაზე, რომ Kჟურნალისტებს მხარდაჭერა აღმოუჩინონ ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და დაიცვან ისინი ხელისუფლების ზემოქმედებისაგან.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები