კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხიდისთავში ახალმა მილებმა სასმელი წყალი ,,აამღვრიეს"

11 ივლისი, 2008

თითქმის ერთი თვეა გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დაკვეთით სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის მილებს ახალი მილებით ცვლიან. სასმელი წყალი რამდენიმე რეზერვუარით სოფელ ატენიდან გაჰყავთ.

მოსახლეობა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა ითხოვა. მათი თქმით, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ ძველი მილების ადგილას მცირემილიმეტრიანი დიამეტრის მილები დაამონტაჟა, რომელიც წყლის წნევას ვერ უძლებს და მოსახლეობის დიდ ნაწილამდე წყალი ვეღარ მიდის.

გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, სათავე რეზერვუარში ,,ბოროტმოქმედებმა" ახლად დამონტაჟებულ მილებში სხვადასხვა საგნები ჩატენეს, რამაც წყლის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, პრობლემის მოსაგვარებლად ხელახალი სამუშაოების ჩატარებას გეგმავენ.


საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები