კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატთა ასოციაცია ლევან პატარქალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას უკანონოდ მიიჩნევს

11 ივლისი, 2008

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ" ლევან პატარქალიშვილის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება გააპროტესტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი პოზიცია გამოხატა.

როგორც "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ კახაბერ ასლანიშვილმა "მედიანიუსს" განუცხადა, პატარქალიშვილს ზეგავლენით ვაჭრობაში წარუდგინა ბრალი, რაც დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ საპროცესო შეთანხმების დადების მისაღწევად პროკურორთან შეხვედრის მცდელობაში გამოიხატა.

კახაბერ ასლანიშვილის თქმით, 339-ე პრიმა მუხლი, რომელიც პატარქალიშვილს წაუყენეს, უსაფუძვლოა, რადგან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. ის მოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებულ ფარგლებში და შეუძლებელია პროკურორზე მოეხდინა ზეგავლენა.

ლევან პატარქალიშვილი 8 ივლისს  დააკავეს და როგორც "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ აღნიშნა, ბრალდება გასაჩივრდება საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში.

მედიანიუსი

ახალი ამბები