კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების შემდეგ სიღნაღში საკუთრების ხელყოფა ისევ გრძელდება

14 ივლისი, 2008

პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადების საფუძველზე მატილდა მირზოევას კუთვნილი კაფე-ბარი, რომელიც სიღნაღის ერთ-ერთ უბანში მდებარეობს,  დემონტაჟი მოახდინა.

ოჯახი საკუთრების ხელყოფას შეეწინააღმდეგა, თუმცა პოლიციამ ორი მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ჯერ დააკავა, შემდეგ გაასამართლა და ადმინისტრაციული წესით 400 ლარით დააჯარიმა.  

რადიო "ჰერეთთან" საუბარში მატილდა მირზოევა გამგეობისა და პოლიციის ქმედებას ძალადობად აფასებს და ამბობს, რომ სიღნაღის რაიონის ხელმძღვანელობა კანონს და პრეზიდენტის ბრძანებას არ ემორჩილებიან.

მატილდა მირზოევას თქმით, კაფის გახსნამდე ყველა საჭირო დოკუმენტი ოფიციალურად გააფორმა და მუშაობა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო.

მატილდა აცხადებს, რომ გამგეობა სადავო ტერიტორიის გაყიდვითაა დაინტერესებული.

მირზოევების ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილი მომხდარს ვანდალიზმად აფასებს და ამბობს, რომ სადაო მიწის ნაკვეთის ფაქტიური მფლობელი ნამდვილად მატილდა მირზოევაა.

სიღნაღის რაიონის გამგეობაში მირზოევების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ კაფე-ბარის დემონტაჟი კანონიერად განხორციელდა.

როგორც რადიო "ჰერეთს" მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ზედელაშვილმა, განუცხადა “ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაა და აქ ასეთი სახით კაფე-ბარის არსებობა დაუშვებელია”.

დაზარალებული ოჯახი პრობლემის მოსაგვარებლად, უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები