კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაცარიელებული ბიუჯეტის შევსებას ფერმერებისგან მოითხოვენ

19 ივლისი, 2008
როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კახეთში მომუშავე ფერმერებმა აცნობეს, ადგილობრივი ხელისუფლება მათგან იჯარით გაცემული მიწების გადასახადების სრულად გადახდას ვადაზე ადრე ითხოვს.

მოქმედი კანონმდებლობით, ფერმერებს უფლება აქვთ, წლის ბოლომდე საიჯარო ქირის გადასახადის მხოლოდ 20 % გადაიხადონ. ადგილობრივი ხელისუფლება თანხის სრულად გადახდის მოთხოვნას ფერმერებს დაცარიელებული ბიუჯეტის შევსების მიზეზით უხსნის. ის ფერმერები, რომლებსაც სასოფლო - სამეურნეო პროდუქცია ამ დრომდე არ მიუღიათ, გადასახადების გადახდას ვერ ახერხებენ, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება მათ საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმებით ემუქრება.

ბიუჯეტში თანხის არ ქონის გამო შეჩერებულია ყველა ის პროექტი, რომელიც კახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ხორციელდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ორი კვირის დაგვიანებით მიიღეს ივნისის ხელფასები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამსახურების თანამშრომლებმა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები