კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"სახალხო ბანკი" მის რაიონულ ფილიალებში თანხმების გაცემის კუთხით პრობლემების არსებობას უარყოფს

21 ივლისი, 2008

  "სახალხო ბანკი" კატეგორიულად უარყოფს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციას ბანკის რაიონულ ფილიალებში მოქალაქეების კუთვნილი თანხების გაცემასთან დაკავშირებით პრობლემების არსებობის თაობაზე. "ამმხრივ ჩვენს რაიონულ ფილიალებში არანაირი შეფერხება არ არსებობს" – განუცხადეს "პირველს" "სახალხო ბანკში". ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დოდო ბოჭორიშვილის განცხადებით, "რაიონული ფილიალები ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობენ, ხოლო თუ ცალკეულ ფილიალებში მოქალაქეებს რაიმე პრობლემა შეექმნათ, მათ შეუძლიათ, "სახალხო ბანკის" ცხელზე ხაზზე - 555500 დარეკონ". აღსანიშნავია, რომ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ცნობით,  მოქალაქეები "სახალხო ბანკის" რაიონული ფილიალებიდან კუთვნილი თანხის მიღებას ვერ ახერხებენ. ამასთან, მისივე ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში "სახალხო ბანკის" რაიონულმა ფილიალებმა კრედიტების გაცემაც შეაჩერეს. გარდა ამისა, შეწყდა განვადებები ტექნიკის მაღაზიებში.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

 

ახალი ამბები