კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის გამგეობის შენობაში ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

25 ივლისი, 2008

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, გამგეობის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაცვის წარმომადგენლების მეშვეობით, შენობიდან გააძევეს.

ჟურნალისტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან მის მიერ გამოტანილი იმ გადაწყვეტილების გაცნობას ითხოვდა, რომლითაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს გიორგი ჩხეიძეს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე. ინფორმაცია სიღნაღში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების თანხებს ეხება.

გამგეობის წარმომადგენელმა და "ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტმა ფიქრია ჯოხარიძემ ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ გამგეობის თანამშრომლებს უხმო, რომლებმაც მთივლიშვილს ხელები გადაუგრიხეს და შენობიდან გააძევეს. ამასთან ერთად ჯოხარიძემ განაცხადა, რომ დავალება იმის შესახებ, რომ ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაცია არ უნდა მიაწოდონ, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან მიიღეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს საჯარო ინფორმაციის დაბლოკვისათვის სასამართლოში უჩივის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

 

ახალი ამბები