კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური გვერდი შეიქმნა

25 ივლისი, 2008

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე: www.justice.gov.ge  შეიქმნა  სპეციალური გვერდი, რომელიც ჰააგის 1980 წლის ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ კონვენციით” გათვალისწინებული ბავშვთა უფლებების დაცვას ეხება.

ვებგვერდზე განთავსებული დეტალური ინფორმაცია კონვენციისა და მისი გამოყენების თაობაზე იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა მოამზადა. აქვე მითითებულია დეპარტამენტის საკონტაქტო ინფორმაცია და იმ განცხადებების ფორმები, რომელიც მოქალაქემ კონვენციით დაცული უფლების რეალიზიციისათვის უნდა შეავსოს.

საქართველო,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციას 1995 წლის 14 თებერვალს შეუერთდა,  რომელიც ძალაში 1997 წლის 1 ოქტომბერს შევიდა.

საქართველომ, ზემოაღნიშნული კონვენციიდან  გამომდინარე, აიღო ვალდებულება, ითანამშრომლოს ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტურ უწყებებთან ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა: ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენა, პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა, ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული და სასამართლო პროცედურების განხორციელება და ინფორმაციის გაცვლა კონვენციის მიზნებთან დაკავშირებით.

აღნიშნული მიზნების განხორციელებისათვის განსაზღვრულია ცენტრალური ორგანო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის სახით, რომელიც უფლებამოსილია კოორდინაცია გაუწიოს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის კონვენციის ეფექტურ იმპლემენტაციას და კონვენციით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად ცალკეული სახის ღონისძიებების გატარებას: მოსამართლეთა უზრუნველყოფა სათანადო ლიტერატურით, შიდა კანონმდებლობაში კონვენციით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების ასახვა, საზოგადოებისა და ბავშვთა უფლებების დაცვით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა კონვენციის იმპლემენტაციის პროცესში და მრავალი სხვა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები