კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის წევრმა აქციის მონაწილეები ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყო

25 ივლისი, 2008

სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკაში ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის საცდელი სადგურის 200-მდე თანამშრომელმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 30 ივნისის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც 4 ათას ჰეტქრამდე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, სადაც ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები მცენარეების ჯიშთაცვლას და ჯიშთაგამოყვანას ახორციელებენ, საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანეს და უნდა გაიყიდოს.

სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკაში მცხოვრებნი შიშობენ, რომ პრივატიზაციის შემდეგ უსამსახუროდ და ულუკმაპუროდ დარჩებიან. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მივიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი და კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი შოთა თარხნიშვილი. აქციის მიმდინარეობას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს 10-ზე მეტი თანამშრომელი აკვირდებოდა. მათ გლეხებს აქციების გამართვა აუკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრნენ. როგორც ცნობილია სიღნაღელმა გლეხებმა გუშინ აქცია ქ. თბილიში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინაც გამართეს. კუდ-ის წარმომადგენლები აგრესიულები იყვნენ აქციაზე გასაშუქებლად მყოფი ჟურნალისტების მიმართაც. ერთ-ერთმა მათგანმა, მას შემდეგ რაც გაზეთის  ფოტოკორესპონდენტმა ის მანქანა გადაიღო, რომლითაც გადაადგილდებოდნენ, კორესპონდენტებს უცენზურო სიტყვებით აგინა და ფოტოკამერების წართმევას ცდილობდა.

როგორც აქციის მონაწილეებმა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აცნობეს, დეპუტატმა ნუგზარ აბულაშვილმა აქციაზე მყოფ სოფელ ულიანოვკაში მცხოვრებ მალაკნებსა და რუსებს ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა. "მომვარდა და მიყვირა, რომ მიწა რუსებს მოვთხოვო. მალაკნები სექტანტები ხართ და ამდენს ვერ უნდა ლაპარაკობდეთო", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლუდმილა კაპელოვამ. პარლამენტის წევრის მხრიდან აქციის მონაწილეების ეთნიკურ ნიადაგზე შეურაცხყოფის ფაქტი "ადამიანის უფლებათა ცენტრს" თვითმხილველებმაც დაუდასტურეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები