კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნოდ დაპირებული შეწყალება შესრულებულია

28 ივლისი, 2008

საპარლამენტო არჩევნებამდე ნაციონალური მოძრაობის შტაბში შედგენილი შეწყალების თაობაზე შეტანილი განცხადებების სიის ერთ-ერთი მსჯავრდებული, მამუკა მახარაძე უკვე შეწყალებულია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წინასაარჩევნოდ მოიპოვა შეწყალების თაობაზე შეტანილი განცხადებების 25 პატიმრიანი სია. მათ შორის იყო მამუკა მახარაძეც. ის ბათუმის #3 საპყრობილიდან გამოთხოვილი 2008 წლის მაისიდან 18 ივლისამდე გათავისუფლებულ პატიმართა სიაშიცაა. ამ სიის მიხედვით, კიდევ ოთხი პატიმარია შეწყალებული: თამაზ აბუსერიძე, იაგო კონცელიძე, გია ზაქარაძე და ხვიჩა სალუქვაძე.
მახარაძე, მცხოვრები თაყაიშვილის ქ. #44, ბინა 25-ში, ნაციონალური მოძრაობის ბათუმის შტაბიდან მოპოვებული სიის მიხედვით, „გასამართლებულია 2007 წლის 8 მარტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II და III ნაწილით (თაღლითობა) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ პატიმარ მამუკა მახარაძის მიმართ გამოტანილ განაჩენის ასლის გამოთხოვაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სასამართლოსგან შემდეგი ინფორმაცია მივიღეთ: „გაცნობებთ, რომ მოსამართლე როინ კახიძის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე #1-913/07 მამუკა მახარაძის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II და III ნაწილებით. აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა“. 

აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის შტაბში შედგენილი შეწყალების სიაში მსრჯავდებულ მახარაძის გასწვრივ, მხარდამჭერ ამომრჩეველთა ოდენობა მითითებული არ იყო. თუმცა, ამავე სიაში რამდენიმე მსრჯავდებულის გასწვრივ აღნიშნული იყო: „შეწყალების შემთხვევაში განმცხადებლები სახელისუფლო პარტიას მხრადაჭერას აღმოუჩენდნენ 500 და მეტი ხმით“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

 

ახალი ამბები