კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ბათუმის პროკურორისგან ჟურნალისტების დევნის ფაქტის შესწავლას ითხოვს

31 ივლისი, 2008

სახალხო დამცველმა ბათუმის პროკურორს გაზეთ "ბათუმელებისადმი" მუქარის ფაქტის გამოძიება მოსთხოვა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაზეთ "ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ და ჟურნალისტმა ნათია როყვამ უცნობი პირებისაგან დევნის ფაქტზე ისაუბრეს.
 
ეთერ თურაძის განცხადებით, 2008 წლის 15 ივლისს გვიან ღამით, როდესაც იგი საკუთარი ავტომანქანით რედაქციიდან სახლში ბრუნდებოდა, აედევნა მუქი ფერის ავტომანქანა. ავტომანქანა, რამდენჯერმე გადაეღობა კიდეც გზაზე. მეორე დღეს, 16 ივლისს, შავი ფერის ჯიპი ნელი სვლით მისდევდა გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტს ნათია როყვას, რომელიც რედაქციიდან ღამის 11 საათზე სახლში ბრუნდებოდა. ჟურნალისტი იმდენად შეშინდა, რომ გააჩერა ტაქსი და ისე მივიდა სახლამდე.

18 ივლისს კი, გაზეთ "ბათუმელების“ ელ-ფოსტაზე მიიღეს მუქარის წერილი. კერძოდ, უცნობი პირი წერდა: ,,დაზაკაზებულია“ ემზარ დიასამიძის მოკვლა და მალე ვნახავთ მას პირში გაზეთგაჩრილს, მკვდარს.“ ამავე წერილში ეწერა, რომ მან მოახერხა გაზეთ ,,ბათუმელების“ ვებგვერდის დაზიანება. როგორც აღმოჩნდა, გაზეთის ვებ-გვერდზე მართლაც იყო ვირუსი გაშვებული.

გაზეთ "ბათუმელების“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ორივე შემთხვევაში ავტომანქანაში მყოფი პირები იქცეოდნენ ისე, რომ შესამჩნევი ყოფილიყო დევნის ფაქტი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

სახალხო დამცველმა მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ბათუმის პროკურორს ავთანდილ კილაძეს გადაუგზავნა და ფაქტის შესწავლა მოითხოვა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები