კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის გამგებელი სამხატვრო სკოლის გაუქმებით იმუქრება

5 აგვისტო, 2008

გურჯაანის სამხატვრო სკოლა, სადაც ხატვას, ხეზე კვეთას და ქარგვას ასზე მეტი მოზარდი სწავლობდა, სწავლებისთვის საჭირო ფართის გარეშე დარჩა. სამხატვრო სკოლის დირექციამ, მოსწავლეებმა და მშობლემა დახმარებისათვის არაერთხელ მიმართეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს, მაგრამ უშედეგოდ. გამგებელმა სამხატვრო სკოლის დირექტორს ამ საკითხზე საუბარი აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით და სკოლის გაუქმებით დაემუქრა.

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე სამხატვრო სკოლა იმ შენობიდან გააძევეს, სადაც წლების მანძილზე იყო განთავსებული. საარჩევნოდ სამხატვრო სკოლის შენობაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის საარჩევნო შტაბი ფუნქციონირებდა, არჩევნების დამთავრებისთანავე კი შენობა დაანგრიეს. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ორსართულიანი შენობა 37 ათას ლარად კახეთის ყოფილი გუბერნატორის ბიძინა სონღულაშვილის ნათესავმა დავით ლიპარტაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნაქებმა ბიზნესმენმა, ს/ს `კახეთის პურის~ დირექტორმა სერგი კაკალაშვილმა შეისყიდეს.

მოგვიანებით სამხატვრო სკოლას გურჯაანის კულტურის ცენტრის შენობაში რამდენიმე ოთახი გამოუყვეს, მაგრამ გაუსაძლისი პირობების გამო სასწავლო პროცესი იქ ვერ ტარდება. დაზიანებული სახურავის გამო ოთახებში წყალი ჩადის, არ არის იატაკი, ბნელა და სინესტისგან ბავშვებს სუნთქვა უჭირთ.

სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები