კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსული ავიაციის დაბომბვების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება

21 აგვისტო, 2008
ჰუმან რაითს ვოჩი: შეწყვიტეთ 107 ქვეყნის მიერ აკრძალური იარაღის გამოყენება

(თბილისი, 15 აგვისტო) - ჰუმან რაითს ვოჩის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ რუსულმა  ავიაციამ საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე ბომბები ჩამოყარა რომელსაც მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; უამრავი ადამიანი კი დაჭრილია. ჰუმან რაითს ვოჩი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კასეტური ბომბების და მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საშიში სხვა იარაღის გამოყენება, რომელთა გამოუყენებლობაზე ასზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

„კასეტური ბომბი გამანადგურებელი იარაღია რომელიც უამრავმა ქვეყანამ უკანონოდ გამოაცხადა,“ განაცხადა მარკ გარლასკომ, ჰუმან რაითს ვოჩის სამხედრო ექსპერტმა. „რუსეთის მიერ ამ იარაღის გამოყენება სასიკვდილოა არამარტო მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, არამედ ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას თავიდან ავიშოროთ გლობალური ჰუმანიტარული კატასტროფა, რაც შესაძლოა, მსგავსი ტიპის ბომბების გამოყენებას მოყვეს.“

ჰუმან რაითს ვოჩის განცხადებით, რუსეთმა გამოიყენა RBK-250 ტიპის კასეტური ბომბები; თითოეული მათგანი შეიცავს 30 PTAB 2.5M ასაფეთქებელ ნივთიერებას. კასეტური ბომბები ჩამოყარეს ქარელის რაიონის სოფელ რუი სში 12 აგვისტოს. სამი მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. იმავე დღეს კასეტური ბომბებით დაიბომბა ქალაქ გორის ცენტრი, რომლის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა; რამდენიმე მოქალაქე კი დაიჭრა. ჰოლანდიელი ჟურნალისტი სტან სტორიმანსი ამ დაბომბვის დროს დაიღუპა. ჟურნალისტი ზადოკ იეჰეზკელი ისრაელიდან დაიჭრა და თბილისის საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის მერე ის ისრაელში გადაიყვანეს. როიტერის ახალი ამბების სააგენტოს დაჯავშნული მანქანა აფეთქების შედეგად დაზიანდა.

2006 წლის შემდეგ კასეტური ბომბის გამოყენების პირველი შემთხვევაა; ბოლოს ის ისრაელის ჰეზბოლასთან ომის დროს ლებანონში გამოიყენეს (hrw.org/reports/2008/lebanon0208/ ). კასეტური ბომბი შეიცავს უამრავ პატარა ასაფეთქებელ ნივთიერებას და მცირე ზომის ბომბებს. მისი აფეთქების შედეგად ზიანის მასშტაბები  განუსაზღვრელია ორი სახით. პირველ რიგში, კასეტური ბომბების აფეთქების არეალი იმდენად ფართოა, რომ დაღუპული ადამიანების რიცხვი შესაძლოა განუსაზღვრელი იყოს. მეორეს მხრივ, მასში შემავალი მცირე ზომის ბომბები ჩამოვარდნისთანავე არ ფეთქდება და ის, შესაძლოა, თვეების ან წლების მერე ამოქმედდეს და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვიოს. 2008 წლის მაისში 107 ქვეყანა შეთანხმდა, რომ კასეტური ბომბები არ იქნას გამოყენებული მომავალში; თუმცა ამ მოლაპარაკებებში რუსეთი არ მონაწილეობდა.

ჰუმან რაითს ვოჩის ექსპერტები გაესაუბრნენ დაზარალებულებს, ექიმებსა და სამხედრო პერსონალს საქართველოში. მათ შეამოწმეს გორში 12 აგვისტოს ბომბის აფეთქების ადგილას დარჩენილი კრატერების სურათები  და ვიდეო მასალა. გორში გადაღებული ვიდეო მასალით დადგინდა, რომ ორ ათეულ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე მეტი იყო გამოყენებული საჰაერო თავდასხმის დროს რაც მხოლოდ კასეტური ბომბისთვის არის დამახასიათებელი. გორში აფეთქების დროს დაჭრილი ორი ადამიანი აცხადებს რომ თავდასხმის დროს ერთდროულად რამოდენიმე აფეთქება გაისმა. ქალაქში აფეთქების ადგილზე გაჩენილი კრატერიც კასეტური ბომბისათვის არის დამახასიათებელი.

თბილისის ორი მთავარი საავადმყოფოს ექიმები გორში დაბომბვის დროს დაშავებულთა მრავლობით ჭრილობებზე საუბრობენ რაც ასევე კასეტური ბომბისათვისაა დამახასიათებელი. ჰუმან რაითს ვოჩის ექსპერტებმა ნახეს ბომბის ფრაგმენტი, რომელიც ერთ-ერთი დაჭრილი ადამიანის თავიდან ამოიღეს.

ჰუმან რაითს ვოჩი საავადმყოფოში გაესაუბრა გორის დაბომბვის დროს დაჭრილ ადამიანებს. 25 წლის ქეთი ჯავახიშვილს მრავლობითი ტრამვა აქვს; მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, კუჭი და ნაწლავები; არის შოკში. ორ სხვა პაციენტს ბომბის ნასხლეტებით აქვს ჭრილობები მიღებული ქვედა კიდურებსა და მუცლის არეში.  ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაზიანება კასეტური იარაღის მახასიათებელია.

ჰუმან რაითს ვოჩის არქივში არის ფოტომტკიცებულება სადაც სოფელ რუისის მცხოვრებს ხელში უჭირავს PTAB ტიპის მცირე ზომის ჭურვი რომელიც არ აფეთქებულა მაგრამ ის ნებისმიერი შეხებისას შეიძლება აფეთქდეს. ეს ინციდენტი ცხადყოფს რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მიეწოდოს საქართველოს მოსახლოებას ინფორმაცია იმ საშიშროებაზე რაც შესაძლოა დროებით უმოქმედო ჭურვმა მოიტანოს.

ჰუმან რაითს ვოჩი მოუწოდებს რუსეთს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას მის მიერ გამოყენებული ბომბების მოქმედების ვადების შესახებ. ეს შესაძლებელს გახდის თავიდან ავიშოროთ დროებით უმოქმედო ჭურვების აფეთქება და მისგან გამოწვეული სასიკვდილო შედეგები.

ჰუმან რაითს ვოჩი ასევე მიმართავს საქართველოს, რომელიც ასევე ფლობს RBK-500 ტიპის კასეტური ბომბებს, შეუერთდეს საერთაშორისო ხელშეკრულებას კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ. საქართველომ ოფიციალურად უნდა აიღოს ვალდებულება, რომ კონფლიქტის დროს აღნიშნულ იარაღს არასოდეს გამოიყენებს.

რუსეთი ოსლოს მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებდა 2007 წლის თებერვალში, რომლის შედეგად ახალი საერთაშორისო ხელშეკრულება დაიდო კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ. 2008 წლის მაისში 107 ქვეყანამ მიიღო კონვენცია კასეტური ბომბების შესახებ. დოკუმენტით აიკრძალა მისი გამოყენება, წარმოება, გაყიდვა და შენახვა (hrw.org/english/docs/2008/05/30/18976.htm). 2008 წლის 3 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე ნებისმიერ მსურველ ქვეყანას შეუძლია კონვენციას შეუერთდეს.

„რუსეთი ვერასოდეს გამოიყენებდა საქართველოს ქალაქებში ამ ბომბს კონვენციისათვის რომ მოეწერა ხელი. ამჯერად, ჩვენ შევძლებთ მომავალში ავიცილოთ მსგავსი ტიპის ბომბებისაგან მიყენებული საფრთხე და მსხვერპლი,“ - განაცხადა გარლასკომ.


ახალი ამბები