კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპანტებმა ხობში ჟურნალისტებს ცეცხლი გაუხსნეს

26 აგვისტო, 2008

თბილისი.24.08.08.მედიანიუსი. ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისის მოსახლეობა სოფლიდან რუსი ოკუპანტების გასვლას და მათი ბლოკპოსტების გაუქმებას ითხოვდა. საგუსაგო რუსსმა ჯარისკაცებმა კერძო მესაკუთრის შენობაში გახსნეს.

„აქციის გასაშუქებლად ჩასულმა ჟურნალისტებმა რუსების ბლოკბოსტიც გადაიღეს. რამაც რუსი სამხედროების აგრესია გამოიწვია და ჟურნალისტების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ ფაქტმა აქციაზე გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობა აღაშფოთა და შიშველი ხელებით ცდილობდნენ რუსი სამხედროების აგრესიის შეწყვეტას. გასროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - განუცხადა „მედიანიუსს“  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერატორის მოადგილემ ალექსანდრე ახვლედიანმა.

ახალი ამბები