25 აგვისტოს თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მასობრივად დაბრუნებულ გორის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების გამცემი პუნქტები დახურული დახვდა.
გორის მოსახლეობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან უმეტესობამ ე.წ. ტალონები 24 აგვისტოს, დიდ რიგებში ჩადგომის შედეგად აიღო.
ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ გორის მოსახლეობაზე დახმარება აღარ გაიცემა. ხელისუფლებაში ამ გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებენ, რომ გორში გახსნილია მაღაზიები, რიგდება პენსია და ამიტომ გორის მოსახლეობაში ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება საჭიროდ აღარ მიაჩნიათ.