კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონებში მყოფი დევნილები შიმშილობენ

29 აგვისტო, 2008

ოფიციალური მონაცემებით, იძულებით ადგილნაცვალ პირებს საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლით და პირველადი მოხმარების საგნებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, სხვადასხვა რესპუბლიკა, საქართველოს მთავრობა და კერძო კომპანიებიც ამარაგებენ. დევნილების სურსათით უზრუნველყოფისათვის თანხები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდანაც გამოიყო, თუმცა ჰუმანიტარული ტვირთის სიდიდის მიუხედავად, დევნილთა ბევრი ოჯახი პურის და ჰიგიენური საშუალებების გარეშეა დარჩენილი.

რეგიონებში რთულ ვითარებაში იმყოფებიან ნათესავებთან და ნაცნობებთან, კერძო საცხოვრებელ სახლებში შესახლებული დევნილები. მათი რიცხვი კახეთში 10 000-მდე აღწევს. ისინი გაეროს სასურსათო პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებით იკვებებიან, რომელიც ერთ ადამიანზე 10 დღეში ერთხელ 100 გრამ შაქრის ფხვნილს, 350 გრამ ზეთს, 4  კილოგრამ პურის ფქვილს და 0,50 გრამ მარილს შეადგენს.

დევნილთა დახმარების მოტივით, მუნიციპალიტეტების გამგებლების მოთხოვნით, თანხები შეგროვდა სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში, თუმცა მიღებული ფინანსების აღრიცხვა ოფიციალურად არ მომხდარა. რეგიონის გუბერნატორების ზეპირი განკარგულებებით, რაიონებში სპეციალური შტაბებიც ჩამოყალიბდა, სადაც ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები გაერთიანდნენ. თანხების შეგროვება მათაც დაევალათ, თუმცა უცნობია, რამდენი შეგროვდა და ეს თანხები ვინ და რაში გახარჯა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წერილობითი და ზეპირი მოთხოვნების მიუხედავად, ამის შესახებ ინფორმაცია ვერც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან, ვერც ამ შტაბებიდან და ვერც გამგეობებიდან  არ გაიცა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ზედელაშვილმა ისიც კი არ თქვა თუ,  რა ოდენობის თანხა გამოიყო სიღნაღის ბიუჯეტიდან რაიონში მყოფი დევნილების დასახმარებლად და რაში გაიხარჯა სახელმწიფოს ფული. არადა, სიღნაღის რაიონის სოფლებში, ნათესავებთან მყოფი  დევნილები ამბობენ, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს და მშივრები არიან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები