კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილი ბავშვი პრეზიდენტს უფროსი ძმის შეწყალებას სთხოვს

1 სექტემბერი, 2008
გორის რაიონის სოფელ პატარა გარეჯვარიდან დევნილი მცირეწლოვანი მინდია ღოლიჯაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უფროსი ძმის, ამჟამად პატიმრის, ივანე ღოლიჯაშვილის შეწყალებას სთხოვს.

მინდიას დედა მეოთხე შვილის მშობიარობისას ბავშვთან ერთად დაიღუპა. მამა შრომისუუნაროა. სამი ძმიდან ერთ–ერთის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვის უცნობია, 26 წლის ივანე ღოლიჯაშვილი, ახლობლების ინფორმაციით, სასჯელს ქუთაისის ციხეში, ერთი წლის წინ ძროხის მოპარვისთვის იხდის.

დაპატიმრებამდე ძმას სწორედ ივანე ღოლიჯაშვილი პატრონობდა, შემდეგ მინდია უკვე  ფიზიკური შრომით ირჩენდა თავს. მეზობლებს ვაშლის ბაღების მოვლაში ეხმარებოდა, რის გამოც მას ხან პროდუქტებს, ხანაც თავად ვაშლს აძლევდნენ, რათა გაეყიდა და სანაცვლოდ პური შეეძინა.

გორის რაიონის დაბომბვის შემდეგ მინდია თავს ნათესავებთან, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში აფარებს. ბავშვს მოტეხილობა აქვს ფეხზე, რის  გამოც მკურნალობასაც საჭიროებს. მინდია ღოლიჯაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სთხოვს, შეიწყალოს მისი უფროსი ძმა, რათა კვლავ ჰყავდეს გვერდით ადამიანი, რომელიც მის პატრონობას შეძლებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები