ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელობა ორი დღის წინათ, „კავკასიის“ პირდაპირი ეთერის „ამოუცნობ ვითარებაში“ გათიშვასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მცდარი ინფორმაციის გარვცელებაში ადანაშაულებს და ყველა შესაბამის სტრუქტურას მოუწოდებს, "დაივიწყონ „კავკასიის“ გადამცემის არსებობა".
როგორც „მედიანიუსს“ ტელეკომპანია „კავკასიის „ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განუცხადა, მათთვის უცნობია თუ როდის და რა ვითარებაში შეისწავლა კომისიის ჯგუფმა „კავკასიის“ გადამცემი, რადგან კომისიის კომპეტენტურ ჩარევამდე, თავად არხის ხელმძღვანელობამ შეისწავლა დაზიანება და დაადგინეს, რომ 12 მცირე ბლოკიდან დამწვარია 9 ბლოკი, დაზიანების მიზეზები კი დაუდგენელია.
წყარო:მედიანიუსი