კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებისა და კულტურის მოღვაწეები საქართველოს ხელისუფლებას შეკითხვებით მიმართავენ

5 სექტემბერი, 2008

16 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოებისა და კულტურის მოღვაწეები აგვისტოში საქართველოში მომხდარ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვას ითხოვენ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამისათვის ერთ-ერთ გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ქართული ტელესივრცისა და განსაკუთრებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გათავისუფლება სახელისუფლებო ცენზურისაგან.
განცხადების მიხედვით, ამ დისკუსიის პროცესში ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს მრავალ კითხვას, რომელთა შორის უმთავრესია:
_ მიუხედავად აშშ-ის ადმინისტრაციის კატეგორიული გაფრთხილებისა, რატომ გაჰყო თავი რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში საქართველოს ხელისუფლებამ. მით უმეტეს, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ სწორედ რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი იყო მოსალოდნელი?
_ ჰყავდა თუ არა საქართველოს სამხედრო ავიაცია და ჰქონდა თუ არა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და თუ არა, მაშინ სად წავიდა ამისათვის გათვალისწინებული მილიარდობით სახსრები?
_ რატომ ჩააბარა ხელისუფლებამ აგრესორებს უბრძოლველად კოდორის ხეობა, სამეგრელოს, იმერეთისა და ქართლის რაიონები?
_ ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას ომის წარმოებისას გეგმა, რომელშიც საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია?
_ რატომ ახორციელებდნენ სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობას არა პროფესიონალი სამხედროები, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი სამოქალაქო პირები?
_ რატომ მიატოვა ხელისუფლებამ უპატრონოდ ათასობით გაწვეული რეზერვისტი?
_ უკან დახევისას რატომ დაუტოვეს რუს ოკუპანტებს ბაზებში განლაგებული უამრავი სამხედრო ტექნიკა?

ამავე განცხადების მიხედვით, ასეთ ვითარებაში, ჩვეულებრივ, დგება უმაღლესი ხელისუფლებისა და, კერძოდ, ქვეყნის პირველი პირის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად, საქართველოში შექმნილი ტოტალური კრიზისი უახლოეს მომავალში მოითხოვს ქვეყნის რეალური დემოკრატიზაციის პროცესზე დაფუძნებულ ძირეულ და რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებებს.

განცხადებას ხელს 16 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, რომელთა შორის არის "ქართული აკადემია", "ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის", "განვითარების და თანამშრომლობის ცენტრი", "სამართალი და თავისუფლება", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "ჯანმრთელი სამყარო", ჟურნალისტთა კავშირი "ობიექტივი", "ეთნიკურ და კონფლიქტურ ურთიერთობათა ცენტრი", "საქართველო ნატოში", "პატიმართა საერთაშორისო თანამეგობრობა", კავშირი "ჩვენი ფეხბურთი", "საზოგადოების კვლევის ცენტრი", "თავისუფალი არჩევანი".

განცხადებას ხელს აწერენ პოეტი მაყვალა გონაშვილი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი, ფილოსოფოსი ირაკლი ბათიაშვილი, ზურაბ ჟვანიას ძმა გიორგი ჟვანია, ყოფილი მოსამართლეები მერაბ ტურავა და ნინო გვენეტაძე, რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე, ლილი იოსელიანი, ირაკლი ტრიპოლსკი, მედეა კუჭუხიძე ლევან ანჯაფარიძე, რეზო ესაძე, დიმა ჯაიანი. ხელს აწერენ ასევე პროფესორები, მეცნიერები და აკადემიკოსები.

წყარო:ინტერპრესნიუსი


ახალი ამბები