კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული პრინციპები სერიოზულად დაირღვა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში’’, - აცხადებს ტომას ჰამარბერგი თავისი რვადღიანი მისიის შემდეგ. იგი აქვეყნებს ექვს პრინციპს დაზარალებულთა დასაცავად

8 სექტემბერი, 2008

არაოფიციალური თარგმანი

სტრსბურგი, 08.09.2008 - "ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა", - ასკვნის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ტომას ჰამარბერგი თავისი ვლადიკავკაზში, ცხინვალში, გორში, თბილისსა და მოსკოვში 22-29 აგვისტოს წარმოებული ვიზიტების შემდგომ. "მე უამრავ იძულებით გადაადგილებულ პირსა და სხვა დაზარალებულებს ვესაუბრე. ამ მოკლე, მაგრამ სასტიკი ომის შედეგად გამოწვეული ადამიანური ტრაგედიების რიცხვი შემაძრწუნებელია", -განაცხადა მან შთაბეჭდილებების შეჯამებისას.

7-8 აგვისტოს ქართული არტილერიისა და ტანკების შეტევა ცხინვალზე სამოქალაქო პირთა მსხვერპლითა და ნგრევით დასრულდა. რეგიონის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფლები სამხრეთ ოსური მილიციისა და კრიმინალური ბანდების მიერ განადგურდა და გაიძარცვა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ვითარების დაძაბვამდე გაიხიზნა, ამ თავდასხმებმა მაინც ათობით ათასი დევნილის მასობრივი გადაადგილება გამოიწვია.

უკანონო ქმედებები გავრცელდა რუსეთის მიერ კონტროლირებად ე.წ. "ბუფერულ ზონაში" ცხინვალსა და კარალეთს შორის და ბევრი აიძულა დაეტოვებინა ეს ადგილები. ანალოგიური გადაადგილებები მოხდა მაშინაც, როდესაც რუსული არტილერიის მიერ გორში კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსები დაიბომბა.

ამჟამად დაიწყო გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, მაგრამ პროცესი ჭიანურდება, რადგანაც მათი უმრავლესობის უსაფრთხოება გარანტირებული არაა. "მართლწესრიგის არარსებობა" "ბუფერულ ზონაში" პრობლემაა. მრავალ ადგილას საჭიროა განნაღმითვი სამუშაოების  ჩატარება,  ტერიტორიია ბომბებისგან, ნაღმებისგან და აუფეთქებელი ჭურვებისგან გაწმენდა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვეულებრივ ხალხს და იმათ, ვინც ადგილებზე მუშაობს.

"რასაკვირველია, საჭიროა უსაფრთხოების თაობაზე შეთანხმება, რათა ადამიანის უფლებები დაცული იყოს", - დასძენს კომისარი. "თუმცა, შესაძლებელია, რომ მხარეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გადაიდგას რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, რათა უზრუნველყოფილი იყოს იმ მოთხოვნების შესრულება, რომელსაც ადამიანის უფლებები ითვალისწინებს".

კომისარი წარმოადგენს ექვს პრინციპს, რომელიც საჭიროა ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული უსაფრთხოების დასაცავად:

1. გარანტირებული იყოს დევნილთა და გადაადგილებულთა დაბრუნების უფლება. ამისთვის საჭიროა, მათი უსაფრთხოება იყოს დაცული და მათი საცხოვრებელი კვლავ გახდეს საცხოვრებლად ვარგისი. დანგრეული სახლების აღდგენა აუცილებელი პრიორიტეტია. დაზარალებულ პირებს აქვთ უფლება, მიეწოდოთ ინფორმაცია ვითარების განვითარების შესახებ. არავინ უნდა დაბრუნდეს სახლში საკუთარი ნების გარეშე;

2. ისინი, ვინც განიდევნენ ან იძულებით გადაადგილდნენ საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე უნდა უზრუნველყონ სათანადო საცხოვრებელი პირობებით. ეს მოითხოვს კომპეტენტურ საკოორდინაციო დახმარებას როგორც სამთავრობო, ასევე სამთავრობათშორისო ორგანოებიდან. ყურადღება უნდა მიექცეს არამარტო მატერიალურ საჭიროებას, არამედ ფსიქოლოგიურ და ფსიქო-სოციალურ ზიანსაც;

3. ომის მიერ მოცული მთელი სივრცე უნდა განინაღმოს. კასეტური ბომბები, ნაღმები, აუფეთქებელი ჭურვები და სხვა საშიში ნივთიერებები უნდა მოიძებნოს, ამოღებულ იქნას და განადგურდეს. ამის გაკეთებამდე შესაბამისი ტერიტორიები უნდა მოინიშნოს და მოსახლეობას  ზუსტად მიეწოდოს  ინფორმაცია არსებული საფრთხეების შესახებ. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მართებთ, განაცხადონ რა სახის იარაღები და საბრძოლო აღჭურვილობა გამოიყენეს, სად და როდის. ამ ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო იქნება საერთაშორისო დახმარება, რაც მხარდაჭერილი უნდა იყოს ორივე მხარის მიერ;

4. ფიზიკური თავდასხმა, სახლების გადაწვა და მოროდიორობა უნდა შეჩერდეს, ამგვარ დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები კი უნდა დაკავდნენ და გასამართლდნენ. `მართლწესრიგის არარსებობის~ პრობლემა ე.წ. ბუფერულ ზონაში, ცხინვალსა და კარალეთს შორის, სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს;

5. ომის ტყვეები, სხვა პატიმრები და დაუცველ პირობებში მყოფი პირები დაცულები უნდა იყვნენ და მათი გადარჩენა უნდა მოხდეს ჰუმანიტარული  ძალისხმევით. ამგვარი შემთხვევებისთვის დამკვირებული დიალოგისა და ურთიერთგაცვლების მექანიზმი დაცული უნდა იყოს და მხარი უნდა დაეჭიროს, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. არის აუცილებლობა, შეიქმნას კოორდინირებული სისტემა დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ამ მიმართულებით სამუშაოს წარმართვისათვის;

6. აუცილებელია სართაშორისო კონტინგენტის მონაწილეობა და დახმარება კონფლიქტის შედეგად მოცულ სივრცეში. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, გაერო-ს ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთავრის და სხვა სააგენტოების პროგრამები მხარდაჭერილი უნდა იყოს და ეუთო-ს უნდა მიეცეს უფლება და საშუალებანი გააფართოვოს თავისი მისია.  იმ დამკვირვებლების გარდა, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის პროცეს გაუწევენ მონიტორინგს, საჭიროა იყვნენ დამკვირვებლები ადამიანის უფლებების სფეროში, რომელთაც ასევე შეეძლებათ იმოქმედონ ადგილობრივ ომბუდსმენთან ერთად. უმცირესობათა დაცვა უნდა გახდეს საკვანძო პრიორიტეტი და ხელი უნდა შეეწყოს თემებს შორის დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

მისიის განმავლობაში კომისარი ჰამარბერგი თბილისში შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ტყეშელაშვილს, სხვა სამ მინისტრსა და საქართველოს მთავრობის ორ მინისტრის მოადგილეს, ხოლო მოსკოვში იგი ესაუბრა დუმის სპიკერს, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. მოგვიანებით მას ჰქონდა საგანგებო სატელეფონო საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან, რომელიც წარმოადგენდა პრეზიდენტ მედვედევს. ვიზიტის განმავლობაში იგი აგრეთვე შეხვდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრს ბორის ჩოჩიევს.

კომისარი ახლო თანამშრომლობაში იყო რუსეთის ომბუდსმენ ვლადიმერ ლუკინთან, საქართველოს სახალხო დამცველ სოზარ სუბართან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ომბუდსმენთან დავით სანაკოევთან. ამ უკანასკნელმა ქართველ პარლამენტარ გივი თარგამაძესთან ერთად ითამაშა მნიშვნელოვანი როლი 100-ზე მეტ დაკავებულ პირთა გაცვლაში, რაც კომისრის დახმარებით განხორციელდა.

ბატონმა ჰამარბერგმა ამჟამად მოახსენა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ვითარების შესახებ და 8 სექტემბრისთვის გამოაქვეყნებს სრულ წერილობით ანგარიშს თავისი მისიის შესახებ.

* * *

ადეამიანის უფლებათა კომისარი არის დამოუკიდებელი, არასასამართლო ინსტიტუტი ევროპის საბჭოსთან, რომლის მოვალეობაცაა ორგანიზაციის 47 წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებების გათვითცნობიერებისა და პატივისცემის მხარდაჭერა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არჩეულმა ამჟამინდელმა კომისარმა, ბატონმა ტომას ჰამარბერგმა ეს თანამდებობა 2006 წლის 1 აპრილს დაიკავა.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:  www.coe.int  / www.coe.ge 

ევროსაბჭო

ახალი ამბები