კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვარშალომიძე საკრებულოს თავმჯდომარედ თავის კადრს ნიშნავს

9 სექტემბერი, 2008

არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ქაჯაია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, ვარშალომიძემ ხუთშაბათს, რიგგარეშე ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, რომ ბადრი ქაჯაიამ მაგისტრატურაში სწავლა უნდა გააგრძელოს. ბათუმის საკრებულოს პრესცენტრში აცხადებენ, რომ  აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

ოპოზიციონერთა განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელს უახლოეს მომავალში, საკრებულოს წევრი, ტრავმატოლოგი და ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გია დიასამიძე დაიკავებს. დიასამიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის გუნდის წევრია.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არჩევითი კადრია და არა დანიშვნითი. თუმცა საკრებულოს ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კადრს ვარშალომიძე დანიშნავს.

თავად ბადრი ქაჯაია კომენტარზე უარს აცხადებს. ქაჯაია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოთხი წლის ვადით საკრებულოს წევრებმა აირჩიეს. ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ ორი წელია რაც მუშაობს.

 

 

ახალი ამბები