კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზავრაშვილების თერთმეტსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

9 სექტემბერი, 2008

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრები ზავრაშვილების მრავალსულიანი ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ზავრაშვილებს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ფიცრისგან იყო ნაშენები, მიმდინარე წლის ივლისში  სტიქიის შედეგად დაუზიანდათ.

დაზარალებულებს მაშინ რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები დახმარებას დაპირდნენ, მაგრამ უშედეგოდ. უკვე მესამე თვეა, ოჯახი, სადაც ხუთი მცირეწლოვანი ბავშვია (აქედან ორი ახლადდაბადებული ტყუპი), ძლიერი წვიმის და ქარის დროს თავს სათონეს აფარებს, რადგან სახლი ნებისმიერ დროს შესაძლოა ჩამოინგრეს.

როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განვითარების სამსახურის უფროსმა დავით მაჭარაშვილმა განუცხადა, გამგეობა ზავრაშვილების ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარა. რაც შეეხება მრავალსულიანი ოჯახის მოთხოვნას, რომ ხელისუფლებამ მათ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს, გამგეობაში განმარტავენ, რომ მათ ამის საშუალება არ აქვთ, არადა გურჯაანის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველთა დახმარებისათვის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან 40 ათას ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები