გორის რაიონის სოფელ კარალეთის შესასვლელთან განლაგებულ ქართული პოლიციის საგუშაგოს დღეს დილით, 10.15 საათზე ცეცხლი გაუხსნეს ახლომდებარე რუსული პოსტის მიმართულებიდან, რის შედეგადაც, თავის და ყელის არეში მძიმედ დაიჭრა ქართველი პოლიციელი კახა ცოტნიაშვილი.
როგორც შსს იუწყება, ცოტნიაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ქართულ მხარეს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ოსმა ბოევიკებმა გახსნეს, რომლებისთვისაც კარალეთთან მდგარ რუს ე.წ. სამშვიდობოებს ხელი არ შეუშლიათ.
ინტერპრესნიუსი