კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოშიმშილე ცოტნე გამსახურდია მიტროპოლიტმა თეოდორემ მოინახულა

11 სექტემბერი, 2008

თბილისის მერვე საპყრობილეში მიტროპოლიტმა თეოდორემ გუშინ, საღამოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შუათანა ვაჟი ცოტნე გამსახურდია ინახულა.

ცოტა გამსახურდია წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და პროტესტის ნიშნად მეექვსე დღეა შიმშილობს. მიტროპოლიტმა თეოდორემ პატიმარი დალოცა და  სეფისკვერი და სანთლები  გადასცა.

მიტროპოლიტი თეოდორე ლოცვა-კურთხევის შემდეგ, გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაურიც შეხვდა.
მოშიმშილე პატიმარი დღემდე საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციების არცერთ წარმომადგენელს, მათ შორის, არც პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილს არ მოუნახულებია.

როგორც „მედიანიუსს“ ბექაურმა განუცხადა, ჯერჯერობით, პატიმრის ჯანმრთელობას  საფრთხე არ ემუქრება და შიმშილობას განაგრძობს.
„ამ ეტაპზე გამოძიებას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, გარდა იმ სატელეფონო საუბრებისა, რომელიც საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. გამსახურდია თავს უდანაშაულოდ ცნობს და ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები“, _ აცხადებს ბექაური და დასძენს, რომ გამსახურდიას დაკავება მხოლოდ პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი.

ცოტნე გამსახურდია 2008 წლის 3 სექტემბერს დააკავეს და ბრალი სს კოდექსის 314-315 მუხლებით წაუყენეს, რაც ჯაშუშობას და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობას გულისხმობს და 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ფარული მიყურადღების და თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) და 314 (ჯაშუშობა) მუხლებით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ცოტნე გამსახურდია“, _ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: მედიანიუსი.

 

ახალი ამბები