კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდია: ღირსების შემლახველი საპროცესო გარიგება შემომთავაზეს

12 სექტემბერი, 2008

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა თბილისის #8 საპყრობილეში ცოტნე გამსახურდია მოინახულეს და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარისას ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა, რომ იგი 4 სექტემბრიდან შიმშილობს, ვინაიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მას ღირსების შემლახველი საპროცესო გარიგება შესთავაზეს. გარიგების თანახმად, გამსახურდიას უნდა ეღიარებინა შეთქმულებაში მონაწილეობა, რის შემდეგაც ჯაშუშობის ბრალდებას მოუხსნიდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მის წარმომადგენლებთან საუბრისას ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა, რომ იგი კატეგორიულად მოითხოვს სასამართლო პროცესის საჯაროობას და ვიდეო გადაღებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ არც პროკურატურის ხელთ არსებული მტკიცებულებები და არც მისი ჩვენება რაიმე სახის საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავს.

საპყრობილეს დირექციასა და თანამშრომელთა მიმართ დაკავებულს პრეტენზიები არ გამოუთქვამს.
სახალხო დამცველის აპარატი კვლავინდებურად აგრძელებს სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს.

წყარო: მედინიუსი. 

ახალი ამბები