კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორის რაიონში ქართველებს ქართულად ლაპარაკს უვკე ოფიციალურად უკრძალავენ

18 სექტემბერი, 2008

ახალგორის რაიონში ოსმა სეპარატისტებმა ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნა დაიწყეს.

როგორც „მედიანიუსს“ ახალგორის რაიონის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა განუცხადა, ოსური კრიმინალური დაჯგუფებები ოსური მილიციის სახელით და მილიციის ახალი უფროსის ილო ხუბულოვის განკარგულებით, ქართველებს ქართულად ლაპარაკს უშლიან და ოსებს ქართველებთან ურთიერთობასა და საუბარს.
„თანდათან იკვეთება ეთნიკური დევნის ნიშნები. როგორც ჩანს, ჩაფიქრებული აქვთ რაიონი ქართველებისგან დაცალონ. გახსნეს საპასპორტო სამსახური, სადაც რუსულ  პასპორტებს არიგებენ. ვინც რეგისტრაციას არ გაივლის და რუსულ პასპორტს არ აიღებს, რაიონის დატოვებას აიძულებენ. ეგრეთ წოდებულ ახალგორის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ცხინვალში დღეს, ისევ დაიბარეს, არადა ცხინვალიდან გუშინ   ჩამოვიდნენ, სადაც კოკოითისგან მითითებებს იღებდნენ. ახლა ველოდები, როდის ჩამოვლენ, რომ შევხვდე და ადგილზე გავარკვიო ვითარება“, _ განუცხადა „მედიანიუსს“ ზურაბ ფიცხელაურმა.

წყარო: მედიანიუსი.

 

ახალი ამბები