კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებულ სოფელში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა

22 სექტემბერი, 2008

საჩხერის რაიონის სოფელ პერევში სასწავლო პროცესი დღეს უნდა განახლებულიყო, თუმცა ეს სკოლაში მოსწავლეთა უმრავლესობის გამოუცხადებლობის გამო ვერ მოხერხდა.

როგორც „მედიანიუსს“ რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განუცხადა, ამის მიზეზი სოფელში რუსული უკანონო ბლოკ-საგუშაგოს არსებობაა, რის გამოც მშობლებმა სკოლაში ბავშვების გაშვებისაგან თავი შეიკავეს. ამასთან ოკუპირებული პერევიდან მოსახლეობის ნაწილი გახიზნული იყო და ისინი სოფელში თანდათან ბრუნდებიან. ზურაბ ცერცვაძის განცხადებითვე, სკოლა სწავლის დასაწყებად მზად იყო. იქ სასწავლო ინვენტარიც შეიტანეს და პედაგოგებიც გამოცხადდნენ, თუმცა დღეს იქ მხოლოდ 20-მდე მოსწავლე მივიდა. პედაგოგებთან და მშობლებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ პერევში სწავლა 1 ოქტომბერს განახლდეს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები