კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორის პოლიციის ეროვნებით ოსი უფროსი ქართველების დაწიოკებას ხელს უწყობს

22 სექტემბერი, 2008

ოსმა სეპატრატისტებმა ახალგორის რაიონში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა მოხსნან. ამჟამად მოქმედი წესის მიხედვით, ვინც ახალგორში არ არის რეგისტრირებული, რაიონის საზღვრის გადაკვეთისთვის 500-ლარიან ჯარიმას ახდევინებენ.

როგორც “მედიანიუსს” ახალგორის რაიონის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა განუცხადა, ოსების მიერ შექმნილი ეგრეთ წოდებული ახალგორის ადმინისტრაციის უფროსი ტოლიკ მარგიევი შეპირდა, რომ შეეცდება ახალგორში არარეგისტრირებული ხალხის შეშვებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაში ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაარწმუნოს, რადგან ნებისმიერი აკრძალვაზე მითითება სწორედ ცხინვალიდან აქვთ მიღებული და მათი განკარგულებით მოქმედებს.

“ტოლიკ მარგიევმა ისიც კი შემომთავაზა ახალგორის რაიონის პოლიციაში ქართველებმაც იმსახურონ და ამით უსაფრთხოების ზომები უფრო დაცული იქნებაო. მან მითხრა, ოსური კრიმინალური ბანდფორმირებების გაკონტროლებას  ჩვენი ძალებით ვერ ვახერხებთ, მე თვითონ ვარ დაინტერესებული რაიონიდან ოსური კრიმინალური დაჯგუფებების გასვლითო. ეს საკითხი პოლიტიკური საკითხია და ხელისუფლებასთან უნდა შევათანხმო. დაახლოებით სამ დღეში გაირკვევა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, _ განუცხადა “მედიანიუსს” ახალგორის რაიონის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა.

როგორც "მედიანიუსს" ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მცხოვრებმა განუცხადა, ოსურ კრიმინალურ დაჯგუფებებს ქართველების შევიწროებასა და ძარცვაში პოლიციის ახალი უფროსი ილო ხუბულოვი უწყობს ხელს. “სეპარატისტების ნაძარცვ ნივთებს პოლიციის შენობის წინ მდებარე სახლში ინახავენ. გუშინ საღამოს კი მთვრალმა ოსმა ჯარისკაცებმა სოფელ ალევში ნოკოლიშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნეს.  ოჯახის ძაღლი მოკლეს და სახლი მთლიანად  დაცხრილეს. სროლის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, საბედნიეროდ არავინ დაღუპულა. ყველაზე ცუდი ვითარება ახალგორის ძნელად მისადგომ სოფლებშია, სადაც სრული განუკითხაობაა.  ოსი კრიმინალები მოსახლეობას აწიოკებენ და მათი მშველელიც არავინ არის .”_ განუცხადა "მედიანიუსს" ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მცხოვრებმა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები