კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო ჰერეთის საქმეზე გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს გამოიტანს

23 სექტემბერი, 2008

26 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" სარჩელზე ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

"ჰერეთმა" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მას შემდეგ უჩივლა, რაც კომუნიკაციების კომისიამ 2007 წლის 6 დეკემბერს აქტი შეადგინა და მაუწყებელს 5000 ლარის გადახდა დააკისრა.

კომისიის მტკიცებით, "ჰერეთი" უკანონოდ სარგებლობდა  რადიო და სარელეო სიხშირეებზე. "ჰერეთის" ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აქტი ხანდაზმულია და უნდა გაუქმდეს, რადგანაც კომისიისთვის ადრეც ცნობილი იყო რადიოსადგურის მაუწყებლობის შესახებ.

“ჰერეთმა მართალია, დროულად გადაიხადა სალიცენზიო მოსაკრებელი, და კონკურსის ყველა პირობა ზედმიწევნით შეასრულა, თუმცა კომისიამ ლიცენზია 7 თვის დაგვიანებით, რადიოსადგურში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ გასცა. რომ არა საზოგადოების ზემოქმედება და სახალხო დამცველის ძალისხმევა, ჩვენ დღეს ეთერში არ ვიქნებოდით, ანუ მიგვხურავდნენ ისე როგორც სხვები მიახურეს”- აცხადებს რადიო "ჰერეთის" დირექტორი რამაზ სამხარაძე.

კომუნიკაციების კომისიამ სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთს" 2007 წლის 11 დეკემბერს ჯერ მაუწყებლობის ლიცენზია მიანიჭა, შემდეგ კი 5 ათასი ლარის ოდენობით, ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.
სასამართლო 2008 წლის თებერვალში დაიწო და 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები