კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

26 სექტემბერი, 2008

გორის რაიონის სოფელ კარალეთიდან დევნილი ნათია და დავით ტერტერაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. 3 მცირეწლოვანი ბავშვი საკვები პროდუქტების და ტანსაცმლის გარეშეა დარჩენილი.

როგორც ნათია ტერტერაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, კარალეთი მათ 13 აგვისტოს დატოვეს. "ფეხით მოვრბოდით 3 პატარა ბავშვთან ერთად. ჩემი მეუღლე აფხაზეთის ომის დროს ფეხში დაიჭრა და მას შემდეგ დაინვალიდდა. ძალიან გვიჭირდა ბავშვების ტარება, მაგრამ კონფლიქტის ზონიდან გაქცევა შევძელით. დახმარებას გაეროს სასურსათო პროგრამიდან ვიღებთ, მაგრამ იმდენად ცოტაა, რომ საკუთარ თავზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბავშვები მშივრები არიან. არც ტანსაცმელი გვაქვს, რომ ჩავიცვათ", - აღნიშნავს ნათია ტერტერაშვილი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში სხვის სახლში აფარებენ თავს. სახლი იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ შესაძლოა, სახურავი ჩამოინგრეს. ამიტომ თუ არ წვიმს ოჯახი ღამეებს გარეთ, ეზოში ათევს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები