კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახელ ბიზნესმენებს ყურძნის შესყიდვას აიძულებენ

30 სექტემბერი, 2008

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი რეგიონში მომუშავე ბიზნესმენებს შეხვდა და მათ გლეხებისგან ყურძნის შესყიდვა მოსთხოვა.

ბიზნესმენების განცხადებით, რომელთაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურთ, მათ გუბერნატორს აუხსნეს, რომ ყურძნის შესასყიდად მზად არ არიან, თუმცა პრეზიდენტის რწმუნებულმა აღნიშნული თხოვნა არ გაითვალისწინა.
"საომარმა მოქმედებებმა ბიზნესკომპანიები დააზარალა. გარდა ამისა, დევნილების დასახმარებლად სერიოზული თანხები გადავიხადეთ, რის გამოც ამ ეტაპზე აღარ გვაქვს ყურძნის შესყიდვის საშუალება. არც ჭურჭელი გვაქვს, სადაც ყურძნის ჩაწურვას შევძლებთ. ერთი სიტყვით, მზად არ ვართ და ამის შესახებ გუბერნატორსაც ავუხსენით, მაგრამ ჩვენი თხოვნით არ დაინტერესდნენ", - განაცხადეს ბიზნესმენებმა.

სამხარეო ადმინისტრაციის მხრიდან ბიზნესმენების დავალდებულებას, რომ მათ გლეხებისგან ყურძენი შეისყიდონ, კატეგორიულად უარყოფს გუბერნატორის მოადგილე გიორგი ბოტკოველი. "ერთი კონკრეტული ბიზნესმენის ვინაობა მაინც მითხარით, ვინც ამას ამბობს. ასეთი დავალება არ გაგვიცია", - აღნიშნა გუბერნატორის მოადგილემ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები