კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალაქი გურჯაანი და მუნიციპალიტეტის 15 სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი

3 ოქტომბერი, 2008

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მეხუთე დღეა ქალაქ გურჯაანის და მუნიციპალიტეტის 15 სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

„გურჯაანის წყალკანალის“ ხელმძღვანელმა გივი ლაზარიაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისთვის“, მოხმარებული ელექტროენერგიის თანხის გადაუხდელობამ გამოიწვია, რის გამოც ენერგოკომპანიამ „გურჯაანის წყალკანალს“ ელექტროენერგია გაუთიშა.

ლაზარიაშვილის ცნობით, „გურჯაანის წყალკანალი“ ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, გამგეობას კი ბოლო ორი თვის განმავლობაში „წყალკანალისთვის“ დაახლოებით 60 ათას ლარამდე თანხა არ გადაურიცხავს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნიკა ნიჟარაძე ვერ აკონკრეტებს როდის მიიღებს „გურჯაანის წყალკანალი“ კუთვნილ საბიუჯეტო თანხას. შესაბამისად, უცნობია როდის აღუდგება გურჯაანის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები