კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი პროტესტის ნიშნად სადაზღვევო კომპანიის ოფისთან შიმშილობის დაწყებას აპირებს

7 ოქტომბერი, 2008

სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელი შალვა პაპოშვილი სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ"-ს უჩივის. როგორც პაპოშვილმა ადამიანის უფლებათა  ცენტრს აცნობა, ცხვირის პოლიპოზის სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს, რომლის დაფინანსებაზეც სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებს.

“დიაგნოზი გურჯაანის პოლიკლინიკა – ამბულატორიული გაერთიანების ოტოლარინგოლოგმა 8 სექტემბერს დამისვა. უბნის ექიმმა სპეციალური ფორმაც შემივსო და სადაზღვევო კომპანიის რეგიონალურ ფილიალს გადასცეს, მაგრამ კომპანიას ამ დრომდე არ განუხილავს ეს საკითხი, არადა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა, სუნთქვა უკიდურესად მიჭირს, რის გამოც ყოველდღიურად სასწრაფო სამედიცინო დახმარება მჭირდება”, - აღნიშნავს პაპოშვილი.

სადაზღვევო კომპანია “იმედი ელ”- ის კახეთის რეგიონალურ ფილიალში განმარტავენ, რომ კომპანია ვალდებულია ოპერაციული საჭიროების დადგენის საკითხი განიხილოს და მკურნალობის ჩატარება უზრუნველყოს 6 თვის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია შალვა პაპოშვილის ოპერაციული მკურნალობის საკითხს დაუყოვნებლივ არ გადაწყვეტს, სოციალურად დაუცველი, თელავში, სადაზღვევო კომპანიის ოფისთან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობის დაწყებას აპირებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები