კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის გამგეობასთან ახალგაზრდები საპროტესტო აქციას გამართავენ

9 ოქტომბერი, 2008

სიღნაღის ბიბლიოთეკა შენობის გასხვისების გამო 2007 წლის მარტიდან აღარ ფუნქციონირებს. ქალაქის საბავშვო და ცენტრალური ბიბლიოთეკების კუთვნილი 70 ათასამდე წიგნი უკვე 18 თვეა ტომრებშია ჩაყრილი და სიღნაღის საჯარო სკოლის სარდაფში ლპება.

როგორც ჩვენთან საუბარში სპეციალისტებმა განაცხადეს, სარდაფში ჩაყრილი წიგნების დიდი ნაწილი ნესტისგან დაობდა და მთლიანად განადგურდა. ნაწილის გადარჩენა კი შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორი ნატო უსენაშვილი არაფერს აკეთებს. სკოლის სარდაფიდან წიგნების გატანა მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მოსთხოვა საჯარო სკოლის დირექციამაც, მაგრამ ამ საკითხით არც გამგეობა დაინტერესდა.

არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ნატო უსენაშვილი აღნიშნავს, რომ "მაქსიმალურად მუშაობს, რათა წიგნები სულ გადასაყრელი არ გახდეს".

წიგნების გადარჩენის მიზნით, უახლოეს დღეებში კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბი, მოსწავლე - ახალგაზრდობასთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ წიგნის კითხვის აქციის გამართვას გეგმავს.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები