კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალური აგენტის შეცდომის გამო მარტოხელა მოხუცი დახმარების გარეშეა დარჩენილი

9 ოქტომბერი, 2008

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები 78 წლის დარეჯან გულაშვილი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სოციალური აგენტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო დახმარების გარეშეა დარჩენილი.

როგორც დარეჯან გულაშვილმა გვითხრა, სოციალური სუბსიდიების სააგენტომ პირველად მისი ოჯახი 2006 წლის 14 ივნისს შეამოწმა და ოჯახის სარეიტინგო ქულად 59 090 განსაზღვრა. შემოწმების შედეგად დარეჯან გულაშვილმა უფასო სამედიცინო დახმარების ბარათი მიიღო, რომლით სარგებლობაც სოციალური სუბსიდიების სააგენტომ 2008 წლის 20 აგვისტოს განმეორებითი შემოწმების შემდეგ შეუწყვიტა.

მარტოხელა მოხუცმა დახმარებისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა, რომელიც კახეთში სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტების მიერ დარეჯან გულაშვილის საქმის შესწავლის შემდეგ გამოირკვა, რომ ოჯახის განმეორებითი შემოწმების დროს სოციალურმა აგენტმა მარიამ ტეტელოშვილმა საპენსიო თანხა ხელფასში ასახა, რის გამოც ოჯახის სარეიტინგო ქულის ოდენობამ 82 700 შეადგინა.

დარეჯან გულაშვილი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სოციალური დახმარების დაუყოვნებლივ დანიშვნას და სოციალური აგენტის დასჯას სთხოვს. მარტოხელა მოხუცი საცხოვრებელ სახლში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები