კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში ოსური სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

13 ოქტომბერი, 2008

გურჯაანის რაიონის სოფელ ყიტაანის მოსახლეობა 2 წელია რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი სამგზავრო ავტობუსის დანიშვნას ითხოვს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამ თხოვნით მათ რაიონის და რეგიონის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ პრობლემა ისევ მოუგვარებელია.

სოფელი ყიტაანი სადაც ოსი ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ, გურჯაანიდან 15 კილომეტრით არის დაშორებული. ყიტაანი რაიონულ ცენტრს სოფელ ჩუმლაყზე გამავალი გზით უკავშირდება, რომელიც იმდენად დაზიანებულია, რომ მანქანები იშვიათად და ისიც დიდი გაჭირვებით მოძრაობენ. ამიტომ ყიტაანის მაცხოვრებლები რაიონულ ცენტრამდე აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში ფეხით გადაადგილდებიან. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან ყიტაანში მცხოვრები ბავშვები. სოფლის სკოლა სადაც მოსწავლეები დაწყებით განათლებას იღებდნენ, 2007 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. ყიტაანელი ბავშვების ნაწილი მეზობელი სოფლების სკოლებში სწავლობს, ნაწილი კი სკოლის გაუქმების შემდეგ განათლების მიღების გარეშე დარჩა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, გამგეობას დაგეგმილი აქვს სოფელ ჩუმლაყიდან ყიტაანამდე სამანქანო გზის შეკეთება. "ეს მოგვცემს საშუალებას გურჯანიდან ყიტაანის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსმა იმოძრაოს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კახა ლაბუჩიძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გურჯაანი – ყიტაანის სამანქანო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ გასულ წელსაც იუწყებოდნენ.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები