კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები დეპუტატ აბულაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას მოითხოვენ

15 ოქტომბერი, 2008

კახეთის რეგიონში მოქმედი უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს გენერალური პროკურატურისგან პარლამენტის წევრის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვენ.
როგორც კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბის, ჟურნალისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა ცენტრის რეგიონული ოფისის მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაშია ნათქვამი, ნუგზარ აბულაშვილის ბრალეულობის დასადგენად საკმარისი ფაქტობრივი და იურიდიული მტკიცებულებები არსებობს, რასაც კახეთის საოლქო პროკურატურა უგულვებელჰყოფს.

`ნუგზარ აბულაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აშანტაჟებდა და თავისუფლების აღკვეთის მუქარით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამსახურიდან წასვლას აიძულებდა. ამის შესახებ საჯაროდ არაერთხელ აღინიშნა, მაგრამ უშედეგოდ. მისი პროვოცირების შედეგად პოლიციამ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა სოფელ ულიანოვკის გამგებელი 69 წლის მატვეი რემიზოვი, რომელიც უდანაშაულო იყო და პატიმრობის შემდეგ ციხიდან მძიმე ავადმყოფი გამოვიდა. აბულაშვილის დავალებით და უშუალო ორგანიზებით დაარბიეს 2006 წლის 15 ივნისს სიღნაღში დაგეგმილი საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მიმავალი ჟურნალისტები. კორესპონდენტებს წაართვეს და დაუმტვრიეს ტექნიკა, რამდენიმე ჟურნალისტმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაზარალებულების ჩვენებების მიუხედავად, გამოძიებამ აბულაშვილი ეჭვმიტანილად არ სცნო, სიღნაღის სასამართლო კი უკვე მესამე წელია საქმეს არ იხილავს და საქმის მასალების გაცნობის უფლებას არც დაზარალებულებს აძლევს. აბულაშვილი ხელმძღვანელობდა სიღნაღის რაიონში ასობით ჰექტარი მიწის უკანონოდ იჯარით გაცემის პროცესს, ბოლოს ამის შესახებ თავად შეატყობინა პროკურატურას და სიღნაღის გამგებელი ბერდო ასანიშვილი და მისი მრჩეველი მამუკა მანგოშვილი დააკავებინა. პროკურატურას აბულაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ჩვენება ასანიშვილმაც მისცა, მაგრამ კახეთის პროკურორმა თამაზ ცაბუტაშვილმა არც ამ საქმეს მისცა მსვლელობა. ნუგზარ აბულაშვილი კურირებდა და კურირებს სიღნაღში ჯართის უკანონო ბიზნესს. არსებობს ვიდეოკასეტა, რომელზედაც აღბეჭდილია, როგორ აძლევს აბულაშვილი დავალებებს ჯართის ბიზნესში ჩართულ პირებს და როგორ ითხოვს მათგან ხარკს. დეპუტატი აბულაშვილი მფარველობს მის ძმას, ნოდარ აბულაშვილს, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით რამდენიმე წლის წინ 19 წლის ზვიად ბაღაშვილი ჰყავს მოკლული. ნოდარ აბულაშვილი ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მუშაობს~, - აღნიშნულია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობოების ბრალდებებს პარლამენტის წევრი ნუგზარ აბულაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს. სხვა კომენტარს ადამიანის უფლებათა ცენტრთან ის არ აკეთებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები