კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ბოლოკიანის მოსახლეობა საქონლის ქურდების ლინჩის წესით გასამართლებით იმუქრება

15 ოქტომბერი, 2008

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლოკიანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღეა სოფლიდან მსხვილფეხა პირუტყვის მოპარვის ფაქტები გახშირდა. ბოლოკიანელების მტკიცებით, სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ  რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს კიდეც, მაგრამ ისინი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

"ბიუჯეტს ავსებენ და ბოროტმოქმედებს გარეთ უშევებენ. ისინი კი საქონლის ქურდობას განაგრძობენ. საქონლის ქურდობის ფაქტები იმდენად გახშირდა, რომ მოსვენება დავკარგეთ. თუ ასე გაგრძელდა, ქურდებს თვითონ დავსჯით, საჩვენებლად, რომ სხვამ ასეთი რამ ვეღარ გაბედოს", - აცხადებენ ბოლოკიანის მაცხოვრებლები.

ჩვენთან საუბარში ლაგოდეხის პოლიციის უფროსი მალხაზ შუბითიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოფელ ბოლოკიანში საქონლის ქურდობის ფაქტები გახშირდა, არ ადასტურებს. შუბითიძის თქმით, საქონლის ქურდობის თაობაზე შს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოსთვის განცხადებით არავის მიუმართავს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები