გუშინ გორის რაიონის სოფელ კოშკადან ოსმა კრიმინალებმა სამი ადამიანი გაიტაცეს.
როგორც „მედიანიუსს“ სოფელ კოშკას გამგებელმა ვასილ თევდორაშვილმა განუცხადა, თავდასხმის დროს გატაცებული შამილ თუხარელი ძმასთან და მეუღლესთან ერთად საკუთარ ბაღში მუშაობდა.
შეიარაღებულმა სეპარატისტებმა თუხარელი ოჯახის წევრებთან ერთად გაიტაცეს და ერთი საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
მიუხედვად იმისა, რომ გორის რაიონის დეოკუპირებულ სოფლებს ქართული პოლიცია აკონტროლებს. ოსური ბანდფორმირებები მაინც დათარეშობენ, მოსახლეობას ძარცვავენ და ზოგ შემთხვევაში იტაცებენ კიდეც.
წყარო: მედიანიუსი.