კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰააგის სასამართლომ ქართული მხარის მიერ შეტანილი განაცხადის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა

16 ოქტომბერი, 2008
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას საერთაშორისო კონვენციაზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილ განაცხადზე რუსეთის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების დაკისრებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ ამ განცხადებას ქვეყნის გამარჯვება უწოდა.
"მინდა საზოგადოებას ვაუწყო იმ დიდი გამარჯვების შესახებ, რომელსაც ქართულმა სახელმწიფომ ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიაღწია.  მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სრულად დაკმაყოფილდა ქართული მხარის მიერ შეტანილი განაცხადის ყველა მოთხოვნა. კერძოდ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი განხილვას ექვემდებარება, შესაბამისად, ცალსახად უარყოფილ იქნა  რუსეთის მხარის არგუმენტები, თითქოს საკითხი არ შედის ჰაააგის სასამართლოს იურისდიქციაში; უარყოფილ იქნა რუსეთის განცხადებები, რომ ადგილი არ ჰქონია ეთნიკურ წმენდას და რუსეთი არ არის პასუხისმგებელი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ამავდროულად, უარყოფილ იქნა რუსეთის არგუმენტი, თითქოს საქართველოს არ უწარმოებია მოლაპარაკებები, მათ შორის სამშვიდობო და ეს რესურსი არ ამოუწურია. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მხარის მიერ წარდგენილი არგუმენტები არ არის რელევანტური.”

მინისტრის თქმით, რუსეთს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, რომლის ფარგლებში რუსეთს დაევალა, არ დაუშვას ქართველთა მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციული მოპყრობა; არ განახორციელოს რასობრივი და ეთნიკური დევნის დაფინანსება, დაცვა და მხარდაჭერა; სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პასუხისმგებლობას წარმოადგენს სეპარატისტული ქმედებები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში სიტუაცია ამ დროისთვისაც ძალიან ცუდი და არასტაბილურია. მძიმეა ქართველების მდგომარეობა და ისინი იზღუდებიან ეთნიკური ნიშნით, ასევე აღნიშნა, რომ უმართავი პროცესები, რომელიც მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ასევე ცუდ მდგომარეობაში ამყოფებს ამ რეგიონების ოსურ და აფხაზურ მოსახლეობასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასამართლომ რუსეთს ასევე დააკისრა, უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილების უსაფრთხოება, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საკუთრების უფლება იმ რეგიონებში, რომელიც მის კონტროლს ქვეშ იმყოფება და ეს, პრაქტიკულად, უტოლდება დევნილთა დაბრუნების უფლების უზრუნველყოფას. რუსეთს მოეთხოვა, არ შეზღუდოს ჰუმანიტარული დახმარების მიმოსვლა ამ ტერიტორიებზე და თავი შეიკავოს ნებისმიერი იმ ქმედებებისაგან, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. მხარეები, საქართველო და რუსეთი, ვალდებულები არიან სისტემატური  ანგარიში ჩააბარონ სასამართლოს აღნიშნული დროებითი ღონისძიების განხორციელებასთან დაკავშირებით. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მხარეებისათვის არის სავალდებულო და მისი დარღვევა წარმოშობს საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე განხილვების შემდეგ მიიღო, "ჩვენ გავიმარჯვეთ 8 ხმით 7-ის წინააღმდეგ. მე მოგახსენებთ იმ მოსამართლეების თაობაზე, ქვეყნების მიხედვით, რომელთაც ჩვენს სასარგებლოდ მისცა ხმა. ესენი არიან: სასამართლოს თავმჯდომარე როზალი ჰიგინსი (დიდი ბრიტანეთი), მოსამართლეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ახალი ზელანდიიდან, მექსიკიდან და იტალიიდან. ჩვენს წინააღმდეგ ხმა მისცეს და განსხვავებული აზრი გამოთქვეს მოსამართლეებმა: ჩინეთიდან, იორდანიიდან, მადაგასკარიდან, სიერა-ლეონედან, სლოვაკეთი, მაროკოდან და რუსეთიდან.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეასრულებს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებს, ასეთ ქმედებას ექნება საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება. აქ იქნება გამოყენებული სამართლებრივი ზეწოლის მექანიზმები, შესაძლებელია, საერთაშორისო სამართლებრივი სანქციებიც. ამას აქვს დიდი პოლიტიკური ფასი. მოგეხსენებათ, რომ რუსეთმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა სარჩელი დაკმაყოფილებული და იურისდიქციაში მიღებული, იგი გავიდოდა ამ კონვენციის დაფარვიდან. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების ამა თუ იმ ფორმით დარღვევის შემთხვევაში,  რუსეთი საკუთარ თავს აყენებს საერთაშორისო სამართლის მიღმა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ბრძოლა, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა,

ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე. სარჩელის განხილვა გრძელდება. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ სამართლებრივი, ეს არის პოლიტიკური გამარჯვებაც",- აცხადებს ნიკა გვარამიამ.


წყარო: მედიანიუსი.


ახალი ამბები