კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტარი აბულაშვილი "ახლების" წარმომადგენლის დაკავებასთან კავშირს უარყოფს

16 ოქტომბერი, 2008

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს ყოფილი გამგებელი ნოდარ კუტიბაშვილი, გუშინ, დილით სამართალდამცველებმა წნორის ბაზართან დააკავეს _ ამის შესახებ „მედიანიუსს“ „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ აცნობა.

ჩიხრაძის ინფორმაციით, კუტიბაშვილი სიღნაღის რაიონის „ახალი მემარჯვენეების“ წევრია და პოლიტიკური მოტივით  იდევნება. იგი არ გამორიცხავს, რომ კუტიბაშვილის დაკავება პარლამენტარ ნუგზარ აბუშვილის დაკვეთით მოხდა. ნუგზარ აბუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატია სიღნაღის რაიონიდან.
„21 მაისის არჩევნებამდე და მის შემდგომ ნოდარ კუტიბაშვილის მიმართ იყო ბევრი მუქარა, რომ მას პოლიტიკურად გაუსწორდებოდნენ  და შეასრულეს კიდეც“, _ აღნიშნა „მედიანიუსთან“ საუბრისას ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, ეს ადამიანი იყო პოლიტიკურად აქტიური ოპოზიციონერი. „სიღნაღში არის დეპუტატი ნუგზარ აბუაშვილი, რომელიც მოსახლეობას და ჟურნალისტებს სცემს და კუტიბაშვილის დაკავებაც მისი შეკვეთით მოხდებოდა“, _ დასძინა ჩიხრაძემ.

სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი კატეგორიულად უარყოფს კუტიბაშვილთან რაიმე სახის ურთიერთობას და აღნიშნავს: „ჩვენს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, თუმცა მას არასოდეს მოსწონდა ჩემი პოლიტიკური კურსი და ათას რამეს ლაპარაკობდა“, _ აღნიშნა აბულაშვილმა „მედიანიუსსთან“ საუბრისას.

ნოდარ კუტიბაშვილი კვირას დააკავეს. ჩიხრაძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კუტიბაშვილი ჯერ წნორის პოლიციაში მიიყვანეს, შემდეგ კი თელავში გადაიყვანეს.
მისივე თქმით, კუტიბაშვილის სახაზინო ადვოკატი იცავდა და თელავის რაიონის სასამართლოს მოსამართლემ ორკვირიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„კუტიბაშვილი რამდენიმე წლის წინათაც დააკავეს და მას სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტებას აბრალებდნენ, მაგრამ არასაკმარისი მტკიცებულების გამო გაათავისუფლეს“, _ აღნიშნა ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძე არ გამორიცხავს, რომ კუტიბაშვილი ამჟამადაც ძველი საქმიანობის გამო დააკავეს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები