,,ვაქცინა უსაფრთხოა, აცრა უფასო”- ბროშურები ამ წარწერით კარგა ხანია დარიგდა, თუმცა აცრა უსაფრთხო სულაც არ აღმოჩნდა.
თავდაპირველად გაჩნდა შიში, რომ აცრა ტვინზე იმოქმედებდა. მშობლების უმეტესობამ უარი განაცხადა ვაქცინაზე. პანიკა ,,რუსთავი 2-ის” ეთერით გასულმა სიუჟეტმა უფრო გააძლიერა. თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შიში არცთუ უსაფუძვლო ყოფილა. ახალციხის სკოლებშიც აცრილი ბავშვების უმეტესობა ცუდად გახდა, რაც გულის წასვლით, მაღალი სიცხით და კანკალით გამოიხატა.
,,გამიკეთეს აცრა თუ არა, კანკალი მაშინვე დამაწყებინა. თან მციოდა თან მცხელოდა, სიცხე არ მოუცია, მაგრამ უკვე მეორე დღეა და მაინც ცუდად ვარ”, - ამბობს ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლე თიკო ტეფნაძე.
,,ბავშვებს პრედნიზოლონი გაუკეთეს”, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საბაზო სკოლის მასწავლებელმა ფიქრია ნარიმანიშვილმა და დაამატა - ,,ჩემს კლასში 11 მოსწავლეა, აქედან ექვსი ცუდად გახდა, უკვე ძალიან მეშინია და შეიძლება შვილები აღარ ავცრა”.
გულო კოხოძე, ახალციხე