კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოშები სამართალდამცავებს ეთნიკური ნიშნით ჩაგვრაში ადანაშაულებენ

27 ოქტომბერი, 2008

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში მცხოვრები ბოშები რაიონული პოლიციის თანამშრომლებს ეთნიკური ნიშნით ჩაგვრაში ადანაშაულებენ. როგორც ბოშებმა ადამიანის უფლებათა  ცენტრს აცნობეს, დედოფლისწყაროში მომხდარი დანაშაულების გახსნის მიზნით, ზეწოლის შედეგად სამართალდამცავები მათგან აღიარებით ჩვენებებს ითხოვენ, უარის შემთხვევაში კი მათ დევნიან.

"თუ რამეს მოიპარავენ რაიონში, პოლიციელები ქურდობას მაშინვე ჩვენ გვაბრალებენ. მოითხოვენ, მომხდარი საკუთარ თავზე ავიღოთ, რაზედაც თუ უარი ვთქვით, ქუჩაში თავისუფლად გასვლის საშუალებას არ გვაძლევენ. ზეწოლით ცარიელ ფურცლებზე ხელს გვაწერინებენ, ჩვენ კი წერა - კითხვა არ ვიცით. ამის გამო, სოფლიდან რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, საერთოდ წავიდნენ", - აცხადებენ ბოშები.

მათივე თქმით, დახმარებისათვის დედოფლისწყაროს გამგეობას და პროკურატურას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. "პროკურორმა შეგვაგინა და დაგვემუქრა, აქ მოსულები აღარ გნახოთ, თორემ ყველას დაგიჭერთო", - აღნიშნეს ბოშებმა.

ბოშების ბრალდებებთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსმა გიორგი ბუნტურმა ადამიანის უფლებათა ცენტრთან კომენტარი არ გააკეთა. პროკურორმა იოსებ გულოშვილმა კი ბოშები ჩვენთან სატელეფონო საუბარშიც უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები