კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არეშფერანის მოსახლეობა სოფლის საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებს

27 ოქტომბერი, 2008

ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანის მოსახლეობა სოფლის საძოვრების შესაძლო გასხვისებას აპროტესტებს. როგორც ადგილობრივებმა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბარში განაცხადეს, კანონის დარღვევით და  რაიონის გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატის დახმარებით, საძოვრების შესყიდვას სოფლის ყოფილი გამგებელი ტარიელ თედეევი, დაინტერესებული თურქი ბიზნესმენისთვის  ცდილობს.

არეშფერანის მაცხოვრებლების თქმით, მათი ნდობით აღჭურვილ პირს საძოვარი 2010 წლამდე იჯარით აქვს აღებული მუნიციპალიტეტის გამგეობისგან, თუმცა როგორც მათთვის გახდა ცნობილი, გამგეობა საიჯარო დოკუმენტის ბათილად ცნობას და მიწების გაყიდვს გეგმავს. "გაყიდვის შემთხვევაში საძოვარს ის იყიდის, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდისო. ჩვენ კი დიდი თანხის გადახდას ვერ შევძლებთ. საძოვრის გარეშე კი მესაქონლეობას ვეღარ მივყვებით და შიმშილით გავწყდებით", - ამბობენ ადგილობრივები.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გოზალიშვილის განცხადებით, გამგეობა საიჯარო დოკუმენტის ბათილად ცნობას არ აპირებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები